Accessibility links

site logo site logo

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის საპარლამენტო მანდატების საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს


მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, ოპოზიციის წარმომადგენლების საპარლამენტო მანდატების შესახებ. როგორც კობახიძე ამბობს, მმართველი პარტია მანდატების საკითხს კვლავ განიხილავს.

„რაც შეეხება მანდატების გაუქმებას, უკვე არის ორი პოლიტიკური პარტია პარლამენტში, შესაბამისად, ამ კუთხით ვითარება არის შეცვლილი, მას შემდეგ, რაც თავის დროზე მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება. თუმცა ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გვექნება ჩვენ მსჯელობა და ამასთან დაკავშირებით მივიღებთ ცალკე გადაწყვეტილებას. არ გამოვრიცხავთ, ბუნებრივია, არც ერთ და არც მეორე ვერსიას. მე პირადად ვემხრობი იმას, რომ შევუნარჩუნოთ მანდატები ყველა დეპუტატს, რომელიც ასეთ განაცხადს შემოიტანს, თუმცა ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს გუნდი და მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თებერვლის დასაწყისში 51 ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო უმრავლესობამ მანდატები მათი სურვილის საწინააღმდეგოდ შეუნარჩუნა.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტრიან დანიელსონმა თქვა, რომ საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG