Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ნავალნის შტაბის კოორდინატორის წინააღმდეგ


ალექსეი ვორსინი
ალექსეი ვორსინი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორ ალექსეი ვორსინის წინააღმდეგ ხაბაროვსკში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მიტინგების შესახებ კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევის მუხლით. ამის შესახებ OVD-Info იტყობინება.

მანამდე ვორსინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

როგორც ადვოკატი ანდრეი ბიტიუცკი ჰყვება, ვორსინთან დაკავშირებით შემოწმება ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასალები გადააგზავნა საგამოძიებო კომიტეტში, მაგრამ მან ისინი უკან დააბრუნა.

19 მარტს ვორსინთან ჩხრეკის ორდერით მივიდნენ. ამის შესახებ აქტივისტი Telegram-ში იტყობინება თავის არხზე. ვორსინი, ასევე რამდენიმე სხვა პირი, საგამოძიებო კომიტეტში წაიყვანეს დაკითხვაზე. სისხლის სამართლის საქმე შეიძლება დაკავშირებული იყოს ალექსეი ნავალნისა და პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციებთან, რომლებიც იანვარში გაიმართა.

ნავალნის მხარდამჭერი აქციები მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართა 23 და 31 იანვარს. პოლიციამ დააკავა 11 ათასზე მეტი ადამიანი, აღიძრა 90-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG