Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში კორონავირუსის ზრდის გამო „ლოკდაუნი“ შემოიღეს, ვერხოვნა რადაში ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა


უკრაინის ვერხოვნა რადა
უკრაინის ვერხოვნა რადა

უკრაინის საკანონმდენლო ორგანოში, ვერხოვნა რადაში, ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით დედაქალაქში მკაცრი შეზღუდვების შემოღება კვლავ გახდა საჭირო COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო.

17 მარტს მხოლოდ კიევში კოორნავირუსის 1093 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 12 იანვრის შემდეგ ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეპიდემიის გავრცელების მხრივ კიევი უკრაინის დიდ ქალაქებს შორის ე.წ. წითელ ზონაში აღმოჩნდა, რის გამოც ქალაქ კიევის ეკოლოგიური უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მერმა, ვიტალი კლიჩკომ, დედაქალაქში გაძლიერებული კარანტინის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

საინტერნეტო გამოცემა „ევროპეისკაია პრავდის“ ინფორმაციით, 20 მარტიდან 9 აპრილამდე კიევში კლიენტებისათვის დაიხურება ყველა არასასურსათო მაღაზია, სპორტული და გამაჯანსაღებელი ცენტრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაძლებელი იქნება მხოლოდ საჭმლის შეძენა და თან წაღება, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულება გადავა მუშაობის მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე.

მკაცრი კარანტინი 18 მარტიდან შემოიღეს ხარკოვის ოლქსა და ქალაქ ხარკოვში, 19 მარტიდან კი მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა ლვოვის ოლქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG