Accessibility links

site logo site logo

სომეხი მინისტრი მზად არის, პასუხი აგოს ჟურნალისტთან ინციდენტის გამო


მინისტრი აკოფ არშაკიანი

სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკის მინისტრი, აკოფ არშაკიანი აცხადებს, რომ მზად არის პასუხი აგოს იმ ინციდენტის გამო, რომელიც მას ჟურნალისტ პაიკალ ფარხადიანთან შეემთხვა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, წუხელ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია ინციდენტი მინისტრსა და ჟურნალისტს შორის. მოგვიანებით ფარხადიანმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მინისტრი მას ერევნის ერთ-ერთ კაფეში თავს დაესხა და დაუზიანა აპარატურა.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ინციდენტის ამსახველი მასალები შესასწავლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა. სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების მინისტრი აცხადებს, რომ იგი ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია და მზად არის პასუხი აგოს მასსა და ჟურნალისტს შორის მომხდარი ინციდენტის გამო.

სომხეთის მთავრობასთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყაროებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ მინისტრი არშაკიანი მზად არის თანმდებობის დასატოვებლად. მაგრამ როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორქიანმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ მომენტისათვის სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების მინისტრის გადაყენების საკითხი არ განიხლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG