Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ დაასახელა სავარაუდო მემკვიდრეები პრეზიდენტის პოსტზე


ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 19 მარტს განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის უკვე ეგულება კანდიდატები, რომლებიც ქვეყანას უხელმძღვანელებენ.

ღირსეულ კანდიდატებს შორის, ლუკაშენკამ, კერძოდ, დაასახელა გროდნოს ოლქის გუბერნატორი, ულაძმირ კარანიკი და მისი თანაშემწე რეგიონების საკითხებში, იური კარაევი. „მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პრეზიდენტის არჩევნებში. ისინი ძლიერი კანდიდატები იქნებიან. ერთი გენერალია, მეორე - გუბერნატორი“, - განაცხადა ლუკაშენკამ საწარმო „რძის სამყაროს“ მშრომელებთან შეხვედრაზე.
ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება მხოლოდ არჩევნების გზით და დასძინა, რომ მომავალ არჩევნებში მისი შვილები მონაწილეობას არ მიიღებენ.

ცნობას ლუკაშენკას ამ შეხვედრის შესახებ სააგენტო Tut.by-ი ავრცელებს.

ლუკაშენკას ამ განცხადების ფონია, ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ინიციატივა, რომლის თანახმად ბელარუსის მოქალაქეები 19 მარტიდან სპეციალურ საიტ „ჰოლოსზე“ ხმას აძლევენ ოპოზიციის მოლაპარაკებას მოქმედ ხელისუფლებასთან.


საინტერნეტო გამოცემა TUT.BY.-ის თანახმად, 19 მარტის დილიდან МТС-ის და life-ის მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ ვერ უკავშირდებოდნენ საიტს. ყოველი მცდელობის დროს მასზე ჩნდებოდა გამაფრთხილებელი წარწერა, რომ „რესურსზე წვდომა შეზღუდულია ბელარუსის რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით“.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში იფეთქა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად უკვე მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები აღიარებენ.

აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის გარემოცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG