Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის ხელისუფლება და თალიბანი შეთანხმდნენ სამშვიდობო მოლაპარაკების დაჩქარებაზე


აბდულა აბდულა

ავღანეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნის თანახმად, ქაბულის წარმომადგენლები და თალიბები 19 მარტს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელიც ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

შეხვედრა გაიმართა მოსკოვის საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ, რომელიც ეძღვნებოდა შიდა ავღანურ სამშვიდობო პროცესს.

კონფერენციაში მონაწილეობდა ავღანეთის ნაციონალური შერიგების უმაღლესი სათათბიროს თავმჯდომარე, აბდულა აბდულა, რომელმაც რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე მხარეებს არ განუხილავთ კონკრეტული საკითხები. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აბდულას თქმით, „გამოხატა მზადყოფნა, რომ დაჩქარდეს სამშვიდობო პროცესი“ და რომ იგივე ითქვა თალიბების მხრიდანაც.

მოსკოვის კონფერენციაში ვაშინგტონის მხრიდან პირველად მონაწილეობდა თეთრი სახლის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი, რაც მოწმობს აშშ-ის დაინტერესებას, რათა ავღანეთში თავისი სამშვიდობო მიზნების განხორციელებაში ჩააბას გავლენიანი რეგიონული სახელმწიფოები - მათ შორის ჩინეთი და რუსეთი.

18 მარტს აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა და პაკისტანმა მოუწოდეს ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ ცეცხლი და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხებას ორი ათწლეულის განმავლობაში მიმიდინარე ომის დასრულების მიზნით და იმ ფონზე, როდესაც 6 კვირა რჩება ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო ძალის გასვლის შესახებ გამოცხადებული თარიღის მოახლოებამდე.

„ამ გარდამტეხ მომენტში, ჩვენი ქვეყნები მოუწოდებენ ორივე მხარეს, რომ გამართონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ბოლო მოუღებს ავღანეთში მიმდინარე 40-წლიან ომს“, - ნათქვამია 18 მარტს მოსკოვში სამშვიდობო კონფერენციის ფარგლებში გამართული მოლაპარაკების დროს მიღწეულ ერთობლივ განცხადებაში.

შეთანხმება მოუწოდებს თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას, რომ შეწყვიტონ ძალადობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ექსტრემისტებმა აღარ გამოაცხადონ გაზაფხულისა და ზაფხულის იერიშების სეზონი, როგორც ამას ყოველ წელს ჰქონდა ადგილი თალიბანის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG