Accessibility links

site logo site logo

რუსეთის საელჩო ბულგარეთს მოუწოდებს „სამართლიანად გამოიძიოს“ ჯაშუშთა ჯგუფის საქმე


სიიკა მილიევა

რუსეთის საელჩო სოფიაში, ორ ქვეყანას შორის განხეთქილების ჩამოგდების მცდელობად აფასებს რუსეთთან დაკავშირებულ ჯაშუშთა ჯგუფის დაკავებასთან ატეხილ აჟიოტაჟს და ბულგარეთის პროკურატურას მოუწოდებს „სამართლიანი“ და „მიუკერძოებელი“ გამოძიებით მოფინოს ნათელი ამ საქმეს.

ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმა, სიიკა მალიევამ, 19 მარტს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს და ბრალი წაუყენეს ექვსკაციან ჯგუფს, რომელის რუსეთს კლასიფიცირებულ ინფორმაციას აწვდიდა.
პროკურატურის ინფორმაციით ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბულგარეთის „თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ყოფილი წამყვანი თანამშრომელი“.

ბულგარეთის პროკურატურას გამოძიების ინტერებიდან გამოდინარე დაკავებულთა და ეჭვმიტანლთა ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯაშუშთა ჯგუფი ახდენდა იმ ბულგარელი მოხელეების გადაბირებას, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ ბულგარეთის, ნატოსა და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციებზე. ხოლო მთავარი ეჭვმიტანილის, დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის, ცოლი, რომელსაც ბულგარეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, თამაშობდა „შუამავლის როლს“ მის ქმარსა და რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს შორის.

რუსეთის საელჩოს ბულგარეთში ფეისბუკით გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას და რუსეთთან დაკავშირებული ჯაშუშების სკანდალს უწოდა იმ „შეუნებელები“ მცდელობის შედეგი, რაც მიზნად ისახავ განხეთქილების შეტანას რუსეთ-ბულგარეთის ურთიერთობაში და მიმართულის რუსეთის მორიგი „დემონიზებისკენ“ .
უკანასკნელ წლებში რუსეთსა და ბულგარეთს შორის ჯაშუშებთან დაკავშირებულ რამდენიმე სკნადალს ჰქონდა ადგილი.

2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუსეთის ექვს დიპლომატს დაატოვებინეს ბულგარეთის ტერიტორია, კიდევ ერთს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მათთან ერთად რამდენჯერმე დააკავეს და კვლავ გაათავისუფლეს ადგილობრივი მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG