Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სანქციები დაუწესეს ყოფილ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს


ვიქტორ იანუკოვიჩი
ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ 19 მარტს სანქციები დაუწესა 27 ფიზიკურ პირს, ძირითადად უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირებს, მათ შორის 2014 წელს დამხობილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩსა და პრემიერ-მინისტრ, მიკოლა აზაროვს.

ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციები მოითხოვა უკრაინის უშიშროების სამსახურმა მას შემდეგ, რაც უტყუარად დაადგინა, რომ სანქცირებული პირები „ხელს უწყობდნენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში“, ხოლო ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი „აფინანსებდა ტერორიზმს, პრორუსულ აქციებსა და ანტიუკრაინულ პროპაგანდას“.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ოფიციალური ცნობის თანახმად, სანქცირებულ პირთა უმრავლესობა ამჟამად რუსეთის მოქალაქეობას ფლობს. ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და პრემიერ-მინისტრ, მიკოლა აზაროვის გარდა, სიაში მოხვდნენ უკრაინის ყოფილი თავდაცვისა და განათლების მინისტრები, ქვეყნის გენერალური პროკურორი და ასევე ბიზნესმენი სერგეი კუჩერენკო.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შემოღებული სანქციები ვრცელდება ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ლიდერებზე.

სანქციები ითვალისწინებს სიაში მყოფ პირთა აქტივების გაყინვას უკრაინის ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG