Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ითხოვს ნოვრუზის დღესასწაულზე გადაადგილების შეზღუდვის დროებით მოიხსნას


საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს მთავრობას მიმართა, და 21 მარტს, ნოვრუზის დღესასწაულზე დროებით გადაადგილების შეზღუდვა მოხსნა თხოვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამავე თხოვნით, საქართველოს მთავრობას 18 მარტს ოფიციალური წერილით აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმაც მიმართეს, თუმცა ეს განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადაეცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე.

ომბუდსმენი ამბობს რომ საქართველოში ნოვრუზის აღნიშვნა მრავალ საუკუნეს ითვლის და ის 2010 წლიდან ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, თუმცა, კოვიდ-19 პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს დღესასწაული სრულფასოვნად ვერ ჩატარდა და მის აღნიშვნას საფრთხე 2021 წელსაც ექმნება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს, მაგრამ ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ნოვრუზის დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„საყურადღებოა, რომ საქართველოში უკვე გვაქვს საყოველთაო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით შეზღუდვების დროებით მოხსნის პრაქტიკა (შობის დღესასწაული 2021 წლის 7 იანვარს), რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება არ მოჰყოლია. ასევე, დაგეგმილია გარკვეული შეღავათები 28 მარტის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით“ - აცხადებს ომბუდსმენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG