Accessibility links

site logo site logo

გერმანია დამატებით ზომებს მიმართავს კოვიდ-19-თან საბრძოლველად, ზოგიერთმა ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა განაახლა


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დამატებითი ზომები იქნება მისაღები, რათა შეჩერდეს ევროპაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვის ექსპონენციური ზრდა.

მერკელმა ეს განაცხადა ფედერალური მთავრობის უმაღლესი დონის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მხარეების ხელმძღვანელებთან, 19 მარტს. ევროპის უდიდეს ეკონომიკაში პანდემიის მესამე ტალღა იწყება, იგი გამოიწვია ვირუსის მუტირებულმა ვერსიამ, რომელიც სწრაფად ვრცელდება.

„იმედი მქონდა, რომ ამ ავარიული ზომების გამოყენება არ დაგვჭირდებოდა, მაგრამ ბოლო ხანების რიცხვებს რომ ვუყურებ, ეს შეუძლებელი ხდება“, თქვა მერკელმა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის თქმით, მხოლოდ ვაქცინაცია მესამე ტალღას ვერ შეაჩერებს, რადგან გერმანია, როგორც სხვა ქვეყნებიც ევროპაში, ვერ ახერხებს ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარებას ვაქცინის წარმოების და მოწოდების პრობლემების გამო. შპანის თანახმად, ახლა ევროპაში „არ არის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა, რათა შეჩერდეს მესამე ტალღა“. ვაქცინის მოწოდება სტაბილურიც რომ იყოს, „რისკის ჯგუფების აცრისთვის მაინც იქნება საჭირო რამდენიმე კვირა“, აღნიშნა შპანმა.

პოლონეთმა და საფრანგეთმა, ასევე სხვა ქვეყნებმა, უკვე შემოიღეს ახალი შეზღუდვები მესამე ტალღის შესაჩერებლად.

20 მარტიდან პარიზსა და საფრანგეთის სხვა რეგიონებში ძალაში შევიდა ერთთვიანი კარანტინი.

ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და გერმანიამ, განაახლეს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ევროპის მედიკამენტების უწყებამ დაადასტურა, რომ „ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია“ და არ არის დაკავშირებული თრომბის გაჩენის გაზრდილ საფრთხესთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG