Accessibility links

site logo site logo

განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე რჩება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი.

სამინისტროს ცნობით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.01%-ს დაუდასტურდა - რაც არდადეგების დაწყებამდე პერიოდის მაჩვენებლის იდენტურია.

ამჟამად სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასი იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG