Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოს ოლიმპიადა უცხოელი მაყურებლების გარეშე ჩატარდება


ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ტოკიოში იმართება წელს, უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რომლის გამოც ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო და 2021-ში იმართება.

ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე ბილეთების საფასური უცხოელ გულშემატკივრებს, მათი რიცხვი 900 ათასია, აუნაზღაურდებათ, მაგრამ სხვა ხარჯები, მათ შორის სასტუმროების დაჯავშნისა, აღარ.

შესაძლებელია, უარი ეთქვათ უცხოელ მოხალისეებს იქ სამუშაოდ ჩასვლაზე და ასევე შემცირდეს მონაწილე ქვეყნების დელეგაციების შემადგენლობა.

ორგანიზატორების თანახმად, ეს იძულებითი ზომებია და უპირატესობა ენიჭება სპორტსმენების და, ასევე, იაპონიის მოქალაქეების ჯანმრთელობას.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით გამკაცრებულია იაპონიაში უცხოელთა შესვლა.

იაპონიაში კორონავირუსის 450 ათასი შემთხვევა აღინუსხა, მათგან 8 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობა არსებითად ნაკლებია მაჩვენებელზე დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG