Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში, კლინიკა „იმედთან” ინციდენტი მოხდა


ახალციხეში, კლინიკა „იმედის” ეზოში, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარი საავადმყოფოს თანამშრომელს დაუპირისპირდა. „ცოლი მომიკალით“, - ამ სიტყვებით მიმართა მეგი ბაქრაძის მეუღლემ ახალგაზრდა მამაკაცს. სამართალდამცავებმა მეგი ბაქრაძის მეუღლეს ტერიტორია დაატოვებინეს.

28 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

„ახალციხეში 2-3 საათის მერე ვნახეთ უკვე გასიებული, მიცვალებული“, - მეგი ბაქრაძის მამა ვეფხვია ბაქრაძე ამბობს, რომ მის შვილს საავადმყოფოში დახმარება ვერ გაუწიეს.

მეუღლის ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან კლინიკა „იმედში“. დირექტორი განმარტავს, რომ მეგი ბაქრაძეს პროტოკოლით დადგენილი ყველა პროცედურა ჩაუტარდა. ახალციხის კლინიკა „იმედში“ მომუშავე ექიმები უარყოფენ გარდაცვლილი მედდის ოჯახის განცხადებებს, რომ კლინიკამ მეგი ბაქრაძეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ გაუწია და ახალციხიდან ის გარდაცვლილი გადაიყვანეს.

რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური განმარტავს: „ასეთი რამ შეუძლებელია, როგორ წარმოგიდგენიათ, ერთმა კლინიკამ მეორე კლინიკაში გაგზავნა გარდაცვლილი პაციენტი და მიიღეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG