Accessibility links

site logo site logo

გერმანიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა მთავრობის მიერ კარანტინის უფრო მკაცრი ზომების შემოღების გამო


საპროტესტო გამოსვლა კასელში, გერმანიაში. 2021 წლის 20 მარტი

გერმანიის ქალაქ კასელში გამართული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ მთავრობის მიერ შეზღუდვის ნორმების გამკაცრების მიმართ, ძალადობაში გადაიზარდა მას მერე, რაც პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის აირი და ხელკეტები. 20 მარტის გამოსვლისას დემონსტრანტები შეეცადნენ პოლიციის ზღუდის გარღვევას. ათიათასამდე პირი შეიკრიბა კასელის ცენტრში ნებადაურთველ დემონსტრაციაზე, რომლის მონაწილეები, პოლიციის თანახმად, არ ემორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და გაარღვიეს ზღუდეები.

დემონსტრაციის კადრებზე ჩანს, რომ მისი მონაწილეები არ ატარებენ ნიღბებს და არ იცავენ სოციალური დისტანცირების ნორმებს. იტყობინებიან ასევე მცირე შეტაკებების შესახებ საპირისპირო დემონსტრაციის მონაწილეებთან. გერმანიის პრესის სააგენტო - DPA - იტყობინება, რომ დემონსტრანტებმა შეუტიეს ზოგიერთ ჟურნალისტს.

პოლიციის თანახმად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

გერმანიის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებით გამოვიდნენ მთავრობის ზომების მოწინააღმდეგე სხვადასხვა გაერთიანებები, მათ შორის, ულტრა-მემარჯვენეებიც.

ბერლინში პოლიციამ აღკვეთა გამოსვლა, რადგან თვლის, რომ მისი მონაწილეები არ ატარებენ ნიღბებს და არ იცავს სოციალურ დისტანციას. ქალაქის ხელისუფლება მოემზადა ბრანდენბურგის ჭიშკართან დიდი დემონსტრაციისთვის, მაგრამ მხოლოდ 500 ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო გამოსვლები მოეწყო მას მერე, რაც კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიამ საჭიროა გამოიყენოს „საავარიო მუხრუჭი“, რათა შეაჩეროს კორონავირუსის შემთხვევების ექპონენციალური ზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG