Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ოთხ ლიდერს ბრალი ედება შეთქმულებაში აშშ-ში კაპიტოლიუმზე შეტევისას


ულტრამემარჯენე გაერთიანების, "ამაყი ბიჭების" წევრები
ულტრამემარჯენე გაერთიანების, "ამაყი ბიჭების" წევრები

ულტრამემარჯვენე, თეთრი-ნაციონალისტური ორგანიზაციის, "ამაყი ბიჭების" ოთხ ლიდერს ბრალი ედება შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო აშშ-ის კონგრესისთვის ხელის შეშლა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისას. კაპიტოლიუმზე 6 იანვარს განხორციელდა შეტევა, რომლის დროსაც იყო ადამიანებს შორის მსხვერპლი.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც 19 მარტს გასაჯაროვდა, ოთხი პირი, რომელთაც ბრალი დიდმა ჟიურიმ წაუყენა, იყვნენ ლიდერები ან ორგანიზატორები "ამაყი ბიჭების" ფილიალებისა თავიანთ შტატებში.

მათ ბრალი ედებათ შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო ჯგუფის წევრების წაქეზება ვაშინგტონში არჩევნების შედეგების წინააღმდეგ დიდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად და კაპიტოლიუმზე თავდასხმისას გამოყენებული ნახევრადსამხედრო აღჭურვილობის შესაძენად.

საბრალდებო დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ოთხმა მოახდინა კაპიტოლიუმის გარშემო განლაგებული ლითონის ბარიერების დემონტაჟი და ისინი ერთმანეთს ეურთიერთებოდნენ საგანგებოდ შექმნილი დაშიფრული სამესიჯო არხის მეშვეობითა და მოსმენისგან დაცული რადიომოწყობილობით.

კაპიტოლიუმის ალყა, როცა კონგრესი იყო შეკრებილი 3 ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპზე ბაიდენის გამარჯვების დასამტკიცებლად, 300-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ ბრალდებებით დასრულდა.

სულ მცირე 19 მათგანი, ვისაც ბრალი წაუყენეს, "ამაყი ბიჭების" ლიდერები, წევრები ან მომხრეები არიან.

ხუთი ადამიანი, პროტესტანტებისა და პოლიციელების ჩათვლით, დაიღუპა ტრამპის მხარდამჭერთა მიერ განხორციელებულ თავდასხმისას მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა თეთრ სახლთან შეკრებილ ხალხს მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG