Accessibility links

site logo site logo

ბოსნიის ოფიციალურმა პირებმა მტკიცედ უპასუხეს რუსეთის მუქარას ნატოსთან ბოსნიის დაახლოების გამო


ბოსნია-ჰერცეგოვინის და ნატოს დროშები

ბოსნია-ჰერცეგოვინის მმართველობის სხვადასხვა ნაწილის წარმომადგენლებმა მტკიცედ უპასუხეს რუსეთის მუქარას, რომ ის რეაგირებას გააკეთებს, თუ ნატო და ბოსნია პრაქტიკულ დაახლოებას მიაღწევენ. ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა გაფრთხილება გამოთქვა, „მიუღებელი“ ჩარევის შესახებ და გამოაცხადა, რომ გავლენის სფეროების დრო წავიდა.

ბოსნიის სამწევრიანი მმართველობის ხორვატმა წარმომადგენელმა, ჟელკო კომშიჩმა, მოსკოვი დაადანაშაულა „გადაბრუნებულ მუქარაში“და სახიფათო პოლიტიკურ თამაშში ომის ზღვარზე „ნატოს გაფართოების შესაჩერებლად ევროპაში.

ბოსნიელი მუსლიმების მთავარმა პარტიამ, დემოკრატიული მოქმედების პარტიამ, რუსეთის განცხადებას ბოსნიის საქმეებში "უადგილო ჩარევის მორიგი შემთხვევა" უწოდა.

"ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ნატოს პრაქტიკული დაახლოების შემთხვევაში, ჩვენმა ქვეყანამ რეაგირება უნდა მოახდინოს ამ მტრულ მოქმედებაზე", განაცხადა რუსეთის საელჩომ 18 მარტს.

ბოსნიის ხელისუფლების აღმასრულებელმა ორგანომ, მინისტრთა საბჭომ, გასულ თვეში გასცა განკარგულება ნატოსთან თანამშრომლობის ეროვნული კომისიის შექმნის შესახებ.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წარმოშობილ ქვეყნებს შორის მხოლოდ ბოსნია, კოსოვო და სერბია, რომელ რუსეთის მოკავშირეა, არ არიან ნატოს წევრები.

"ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების თავისი საკუთარი გზა", განუცხადა რადიო თავისუფლების ბალკანურ რედაქციას ნატოს პრეს-მდივანმა, ოანა ლუნგესკუმ, 19 მარტს, და დასძინა: "გავლენის სფეროების დრო დამთავრდა".

ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა ბოსნიაში მაღალია, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ქვეყნის იმ ნაწილის მხრიდან, რომელსაც სერბთა რესპუბლიკა ეწოდება და სადაც უმრავლესობას სერბები წარმოადგენენ.

ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბისერა ტურკოვიჩმა, ხაზი გაუსვა რუსეთის შეხედულებების შემაშფოთებელ ცვლილებს ბოსნიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიმართ და განაცხადა, რომ მოსკოვი "ავლენს ღია განზრახვას, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ შეზღუდოს ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG