Accessibility links

site logo site logo

ნავროზობის დღეს თავის გამოსვლაში ირანის უზენაესმა ლიდერმა „ზღუდეების მოხსნის“ შანსზე ილაპარაკა


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, 20 მარტს, ირანელებს ტელევიზიით მიმართ სპარსული ახალი წლის, ნავროზობის დღესთან დაკავშირებით და იწინასწარმეტყველა, რომ ეს (1400 წელი - სპარსული კალენდრით) იქნება „პროდუქტიულობის, მხარდაჭერის და ზღუდეების მოხსნის წელიწადი.“ ხამენეის თქმით, არის ძალიან კარგი შანსი „საწარმოო ბიძგისთვის“ და განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა მოიშოროს იურიდიული ზღუდეები, მეტი წარმოების და ზრდის მიზნით.

აიათოლას თანახმად, ივნისის არჩევნები, როცა ჰასან როჰანის მემკვიდრე უნდა აირჩიონ, ამ წელიწადს მნიშვნელოვანს და ემოციურს ხდის.

ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გაავრცელა სპარსული ახალი წლის გამო მიმართვა, რომელშიც ის გამოდის მშვიდობის, კეთილდღეობის და ურთიერთგაგებისკენ მოწოდებით. ბაიდენის თქმით, შეიძლება, ასეთი მიმართვა წელს, ვიდრე არასდროს, „განსაკუთრებით აუცილებელი“ იყოს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ეძებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის გზებს. შეთანხმებით, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა და გერმანიამ, ერთი მხრივ, და ირანმა გააფორმეს, თეირანი ზღუდავდა ბირთულ პროგრამას, მაგრამ სანაცვლოდ მას სანქციებს გაუუქმებდნენ. ეს შეთანხმება 2018 წელს ვაშინგტონმა დატოვა და ირანს დაუწესა ახალი სანქციები, რამაც ირანის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ იმედი გამოთქვა, რომ ახალ წელიწადში გაუქმდება სანქციები და იქვე დაიპირა, რომ ხალხს ექნება ფართო წვდომა კოვიდ-19-ის ვაქცინაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG