Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ახალი ტალღა ევროპაში ძლიერდება, ბრიტანეთმა მოზრდილი მოსახლეობის ნახევარი აცრა


პანდემიის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეების საპროტესტო გამოსვლა ლონდონში, 2021 წლის 20 მარტი
პანდემიის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეების საპროტესტო გამოსვლა ლონდონში, 2021 წლის 20 მარტი

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ 20 მარტიდან შემოიღო კარანტინის ახალი ზომები კორონავირუსის მზარდ ინფექციასთან ბრძოლის გამო.

ამ დროს, ბრიტანეთმა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია და მოზრდილი მოსახლეობის ნახევარი აცრა, სულ მცირე, ერთი დოზით.

ერთთვიანი შეზღუდვები დაწესდა პარიზსა და საფრანგეთის სხვა რეგიონებში, რაც მოსახლეობის მესამედს მოიცავს.

პოლონეთმაც შემოიღო ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ და დახურა ჰიპერმარკეტები, სასტუმროები, საცურაო აუზები, სავარჯიშო ცენტრები და სკოლები.

უკრაინაში, კიევში, დაიხურა სკოლები და მოსწავლეები დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ.

ბრიტანეთი, მას მერე, რაც მოახერხა მოზრდილი მოსახლეობის ნახევრის აცრა ერთი დოზით, აპირებს, შეამსუბუქოს შეზღუდვები და კვლავ აამოქმედოს ეკონომიკა გეგმის მიხედვით.

ბრიტანეთში წინსვლის ფონზე ევროპის კონტინენტზე ევროპის კავშირი ყველა ღონეს ხმარობს ვაქცინაციის კამპანიის დასაჩქარებლად, პრეპარატების მოწოდების შეფერხების პირობებში.

ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი დაიმუქრა, რომ შეწყვეტს AstraZeneca-ს ვაქცინის შეტანას, თუ ბლოკი არ მიიღებს დაპირებულ რაოდენობას.

გერმანიის სხვა ქვეყნებში გაიმართა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. შეზღუდვების წინააღმდეგ დემონსტრაციები მოეწყო ლონდონში, გერმანიაში, რუმინეთსა და სერბეთში.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრებიან უცხოელი მაყურებლები, გამოაცხადა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG