Accessibility links

logo-print logo-print

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 65 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვის ვაქცინაცია დაიწყება. ინფორმაცია მან საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

მისი თქმით, პორტალზე რეგისტრაცია 25 მარტიდან იქნება შესაძლებელი. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ამ დრომდე ვებგვერდზე booking.moh.gov.ge რეგისტრაცია მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლოთ.

საქართველოში ვაქცინაცია ზუსტად ერთი კვირის წინ, 15 მარტს დაიწყო. რეგისტრაცია მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლოთ. ერთი კვირის თავზე ვაქცინის პირველი დოზა მხოლოდ 3843-მა პირმა გაიკეთა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი დაბალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG