Accessibility links

site logo site logo

AstraZeneca-ს თანახმად, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ მისი ვაქცინის 79%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა


ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კოპანია AstraZeneca-ს თანახმად, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა COVID-19-ის საწინააღმდეგო მისი ვაქცინის 79%-იანი ეფექტიანობა.

22 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში კომპანიამ განმარტა, რომ მისმა პრეპარატმა სიმპტომატური COVID-ის წინააღმდეგ 79%-იანი, ხოლო მძიმე ფორმით დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ - 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

მკვლევართა თქმით, ვაქცინა ეფექტიანია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, მათ შორის ხანდაზმულებში, სადაც ეფექტიანობა 80%-ს აღწევს.

მართალია, AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა, 50-ზე მეტ ქვეყანაში დაამტკიცეს, აშშ-ში ის ჯერ არ არის დაშვებული.

გასულ კვირაში ათზე მეტ ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში, დროებით შეწყდა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მის კავშირზე თრომბის წარმოქმნასთან.

ვარაუდობენ, რომ აშშ-ში ჩატარებული კვლევა მსოფლიო მასშტაბით შეუწყობს ხელს ამ ვაქცინის მიმართ ნდობის აღდგენას. თუმცა ამან შეიძლება გავლენა არ იქონიოს თავად აშშ-ზე, ვინაიდან მას ეს ვაქცინა შესაძლოა აღარ დასჭირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG