Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაია მოუწოდებს დასავლეთს, განაგრძოს ბელარუსი ხალხის დახმარება ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას ბელარუსი ხალხის დახმარებისთვის „ღირსების დასაცავად მიმდინარე მშვიდობიან ბრძოლაში“, მაგრამ მოუწოდებს დასავლეთს, რომ განაგრძოს დახმარება იმ ბრძოლაში, რომელიც ალიაქსანდრ ლუკაშენკას ავტორიტარული რეჟიმის შეცვლას ისახავს მიზნად.

ამის შესახებ ციხანოუსკაიამ ისაუბრა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უკვე მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ.

აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის გარემოცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG