Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება


დათა ვანიშვილი
დათა ვანიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებას „ფეისბუკში“ გამოეხმაურა. საელჩო პატივს მიაგებს დათა ვანიშვილის ხსოვნას და აღნიშნავს, რომ მისი სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასათვის შთაგონების წყაროდ დარჩება:

„პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ოკუპაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, დათა ვანიშვილი ცოლთან ერთად ცხოვრობდა მავთულხლართებით გაყოფილ საკუთარ მიწაზე, რომლის ერთ ნაწილში მისი სახლი მოექცა, მეორე ნაწილში კი ნაკვეთი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდა. არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მოხუცი უარს ამბობდა საკუთარი სახლის დატოვებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG