Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა


თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულ მინისტრთან თეა წულუკიანთან. წულუკიანი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან, 22 მარტიდან, შეუდგა.

პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახლად ჩამოყალიბებული სამინისტროს დაკომპლექტებაზე, სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ უმთავრეს მიმართულებებზე, რომლებიც ეხება როგორც კულტურისა და სპორტის, ისე ახალგაზრდობის საკითხებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, ვიდრე საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში კულტურას, სპორტსა და ახალგაზრდობას თავისი ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად მას შემდეგ დანიშნეს, რაც ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG