Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: NATO მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ ძალისხმევაში


გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ NATO-ს კარი ღიაა და ალიანსი მხარს უჭერს ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას.


„ნატოს კარი ღიაა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ ახალი წევრების, ჯერ მონტენეგროს და სულ ახლახან ჩრდილოეთ მაკედონიის მიღებით. და ეს რაღაც თეორიული მოსაზრების დემონსტრირება კი არ გახლავთ, არამედ ღია კარი ეს არის ის რეალობა, რომელიც ნატოში დგება მაშინ, როდესაც მოკავშირეებს შორის არსებობს თანხმობა და როდესაც ქვეყანა, რომელიც ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვის, აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ მან ახლახან ეს მესიჯები საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც გააცნო.

"NATO მხარს უჭერს ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას. და სხვადასხვა ფორმით ვეხმარებით საქართველოს, მათ შორის, მხარს ვუჭერთ რეფორმებს და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

ნატოს მინისტერიალში პირველად მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი ენტონი ბლინკენი.

ამ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.
ნატოელ მოკავშირეებთან შეხვედრაზე იგი ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილავს ორგანიზაციის რეფორმირების ზოგიერთ წინადადებას, ასევე რუსეთისა და ჩინეთის საკითხებს, კლიმატური ცვლილებების, კიბერ- და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს და სხვა თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG