Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოწმებული საჯარო მოხელეების 60% ქონებრივ დეკლარაციას არასწორად ავსებს - 2020 წლის მონაცემები


საჯარო მოხელეები - მინისტრების მოადგილეები, მოსამართლეები, მერები და სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები ქონებრივ დეკლარაციაში არასწორ მონაცემებს წერენ. 2020 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 5700 თანამდებობის პირიდან მხოლოდ 349 შეამოწმა და დაადგინა, რომ მათი 60 პროცენტი დეკლარაციას არასწორად ავსებდა.

"დეკლარაციების შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი დარღვევები, შედარებით მსუბუქი ხარისხისაა წინა წლებში გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებით", - ვკითხულობთ საჯარო სამსახურის ბიუროს დასკვნაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ძირითადად საჯარო მოხელეები არასწორად ავსებდნენ ოჯახის წევრების შესახებ მონაცემებს. ასეთი უარყოფითად შევსებული დეკლარაციების 62 პროცენტია.

ძირითადი დარღვევები:

  • შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში;
  • დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება;
  • ცდომილება საბანკო ანგარიშების ნაშთზე;
  • დაუდეკლარირებელი საბანკო (დამხმარე) ანგარიშები;
  • შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში;
  • არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია;
  • ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით გაზრდილია არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების წილი. ორგანიზაციამ საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებიდან სამი საჯარო მოხელე გამოყო, რომელთაც დეკლარაციაში ერთდროულად 10-მდე დარღვევა ჰქონდათ:

  • რუსლან აბაშიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (9 დარღვევა);
  • ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (8 დარღვევა);
  • ნონა რეხვიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე (8 დარღვევა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG