Accessibility links

site logo site logo

სიმახინჯის მორევში


ავტორი: ვაჩე ჩიტაძე

XXI საუკუნე განსაკუთრებით გამოირჩევა ინფორმაციის დამახინჯებული, არასაიმედო და არაზუსტი გავრცელებით. ხშირ შემთხვევაში ფაქტის დამახინჯება არის სრულიად გამიზნულ-გააზრებული და არა შემთხვევით- დაუდევრობითი. ყველანი ვთანხმდებით, რომ მედია უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, სამართლიან-გაწონასწორებული. ეს ყოველივე ამ ძალზედ საპასუხისმგებლო სფეროს აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება-მხოლოდ გათვალისწინება.

ქართული ტრადიციული მედია, პოლიტიკურ-იდეოლოგიური მრავალფეორვნებით გამოირჩევა, რასაც საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დიდი გავლენა აქვს. ეს უკანასკნელი კი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ეფექტურად აფერხებს. სად არის ფაქტის სიზუსტე, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას- ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, ნეიტრალურობის ელფერს სძენს? თუ ტელეარხებს გადავხედავთ, ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა, რომ ასეთი ფაქტები პოლიტიკური გავლენით დამახინჯებულად ან საერთოდ არ არსებობს. ფაქტის არაზუსტი გავრცელება ერთია, ხოლო მისი მთლიანად გაყალბება და დეზინფორმაციის სახით გვარცელება მეორე. ორივე მათგანი თანამედროვე კაცობრიობის დიდი გამოწვევაა, რომელზეც სამართლებრივი რეგულირება მეტად ლოიალურია, ვინაიდან, სიტყვის, აზრის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება არ შეიზღუდოს. არის საფრთხე იმისა, რომ დეზინფორმაციის პრობლემის აღმოფხვრას ამოფარებულმა არადემოკრატიულმა სახელმწიოფებმა, მასთან ბრძოლის სახელით პირდაპირ თუ ირიბ ცენზურას მედია დაუქვემდებაროს.

ჟურნალისტიკა ადამიანის ცხოვრებას შინაარსით ავსებს. ეს შინაარსი კი სიჯანსაღითა და ობიექტურობით უნდა გამოირჩეოდეს და არა მედიის მხრიდან დამახინჯებული ფაქტებით საზოგადოების მანიპულაციით.

საყურადღებოა საზოგადოების ცხოვრებაში ღრმად დამკვიდერებული ახალი საკომუნიკაციო ქსელი ინტერნეტი, სადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც ადაპტირდა. დეზინფორმაციაც საკუთარ თავს ძირითადად ინტერნეტში ნახულობს, სადაც ჭარბი ინფორმაციის ფონზე რთულია სანდო-რეალური ინფორმაციის გამიჯვნა ყალბი ინფორმაციისაგან. ამ პრობლემის გადაჭრა მედიის პრეროგატივაა. ის უნდა შეეცადოს ვირტუალურ სივრცეში გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც დეზინფორმაციას სათანადო კონკურენციას გაუწევს და საზოგადოებისთვის ცხადი გახდება-რომელია რეალურ სინამდვილეში მომხდარი სანდო ფაქტი.

ინტერესები დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციით უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რათა სამოქალაქო საზოგადოება განვითარდეს. თუ ჟურნალისტი იმ გარემოში, რომელშიც თავის პროფესიულ საქიანობას ასრულებს, საზოგადოებას სანდო, ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის, ის მოიპოვებს როგორც ნდობას, ისე წარმატებას. ეს საჭიროა, როგორც ინტერნეტში რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის (სპეციალური გამოხატვის ფორმებით), ასევე საინფორმაციო სააგენტოებისთვისაც. მრავალ ჟურნალისტურ სამეცნიერო ლიტერატურაში ვკითხულობთ, რომ ფაქტის გამიჯვნა კომენტარ-პოზიციისგან, არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება-აუდიტორიას დაბალანსებული ინფორმაცია მიეწოდოს. როგორი პოლიტიკური თუ ფინანსური გავლენის ქვეშაც არ უნდა იყოს მედია, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ფაქტი არის ნამდვილი, ჭეშმარიტი არა გამოგონილი ამბავი, რომელიც რელურ სივრცეში არსებობს.

დამახინჯებულ ფაქტებზე სრიალი დაგვღვლის. გავითავისოდ თავისუფლების სიტკბოება. თუ ღმერთმა გაგვიღიმა, არსსაც გავიგებთ და გარსსაც. დაე გვესწავლოს თავისუფალ სივრცეში დამოუკიდებელი მოქმედებით გავრცელებული ინფორმაციის სიყვარული. მანამ ჟურნალისტებში გასიგრძეგანებულ მოურიდებლობას სერიოზული უაროფითი შედეგი მოჰყვება, თავისუფლების კუნძულით დავთკბეთ, იქნებ დამახინჯებული ინფორმაციით გამოტენილ თავს ასე მაინც ვუველოთ.

ბოლოსთვის ჩემი მოკრძალებული შეგონება: თუ ქართული ჟურნალისტიკა პოლიტიკურ-პიროვნული გავლენებიდან ვერ გამოვიდა მაშინ ამ სფეროს ობიექტურობა როგოც ჭეშმარიტება უბრალოდ ლოგიკური კი არა აბსურდიც კი გახდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG