Accessibility links

site logo site logo

კოლორადოს შტატში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა


10 ადამიანი დაიღუპა კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ქალაქის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა მამაკაცმა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მოკლულებს შორისაა 51 წლის პოლიციელი ერიკ ტელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.

რამდენიმე დღის წინ, შეიარაღებულმა კაცმა 8 ადამიანი მოკლა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის სამ სპა-სალონში. თავდამსხმელი დაკავებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG