Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ


სენატორი ჯინ შაჰინი

დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტი გამართავს მოსმენას საკითხზე: "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში".

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხდომას უხელმძღვანელებს ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი. ის ერთ-ერთი იყო იმ ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შორის, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის გამო.

აშშ-ის სენატში დღევანდელ მოსმენაზე მიწვეული არიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG