Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს თანახმად, გამოკითხულთა 48% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხს არ ენდობა


აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ 2021 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებდა 35%. 53% - არა. მათ შორის თბილისში გამოკითხულთა 40% აიცრებოდა, 48 % კი უარს იტყოდა.

კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

48% - არ ვენდობი კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს

20% - ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით კორონავირუსის პანდემიას.

10% - ვერ ავიცრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო

6 % - არ გავიკეთებ, რადგანაც ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.

მათ შორის, ვინც არ ენდობა ვაქცინას, გენდერულ ჭრილში პასუხები ასე განაწილდა:

კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს არ ენდობა კაცების 45% და ქალების 51%.

მოქალაქეები კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ.

აცრის მსურველთა რაოდენობა 6%-ითაა შემცირებული 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ. წინა კვლევით, როცა საქართველოში ვაქცინა ჯერ შემოტანილი არ იყო, შეკითხვას, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში აიცრებოდა თუ არა, დადებითად უპასუხა 41%-მა.

NDI-ის დაკვეთით სატელეფონო გამოკითხვა 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა". გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.4%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG