Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია 18 აპრილამდე ახანგრძლივებს ნაწილობრივ მკაცრ კარანტინს


გერმანიის მთავრობა 18 აპრილამდე გაახანგრძლივებს ქვეყანაში შემოღებულ მკაცრ კარანტინს კორონავირუსის ეპიდემიის მესამე ტალღის გამო, რომელმაც ევროპა მოიცვა.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და სახელმწიფოს ფედერალური სუბიექტების ხელმძღვანელების წუხელ დაწყებული საგანგებო თათბირი კორონავირუსის პრობლემების გარშემო დილამდე გაგრძელდა და მასზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააღდგომო დღესასწაულის წინ 5 დღის განმავლობაში შემოღებული იქნება საყოველთაო კარანტინი. ეს ნიშნავს, რომ 1-დან 5 აპრილამდე გერმანიაში დაიხურება თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და საეკლესიო მსახურება ნებადართული იქნება მხოლოდ ონლაინის საშუალებით.

„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან სერიოზულ ვითარებაში“, - განაცხადა ანგელა მერკელმა. მან ყურადღება გაამახვილა ბრიტანეთში აღმოჩენილ კორონავირუსის შტამზე, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის კიდევ უფრო საშიშ ვირუსზე.

კორონავირუსის ახალი ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო, გერმანიის გარდა, ევროპის სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, საფრანგეთმა, იტალიამ, ავსტრიამ და პოლონეთმაც აღადგინეს და გააძლიერეს საკარანტინო შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG