Accessibility links

site logo site logo

ენტონი ბლინკენი გერმანიას აფრთხილებს „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებული სანქციების გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიას აფრთხილებს რუსეთთან დამაკავშირებელი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებული სანქციების გამო და აცხადებს, რომ პროექტი თავად ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდგება.

„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ გაზსადენი არის ძალიან ცუდი იდეა, ცუდი ევროპისთვის, ცუდი აშშ-ისთვის და, საბოლოო ჯამში, იგი ეწინააღმდეგება საკუთრივ ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა 23 მარტს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის წინ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მიუხედავად ვაშინგტონისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობისა, ბერლინი მხარს უჭერს გაზსადენის მშენებლობის დასრულებას.

აშშ და მისი მომხრეები შიშობენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება კიდევ უფრო გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგეტიკაზე.

მანამდე აშშ-ის სენატორებმა მოუწოდეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სისრულეში მოიყვანოს ამოქმედება იმ სანქციებისა, რომლებიც მიმართულია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახელით ცნობილი, რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი გაზსადენის პროექტის გაჩერებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG