Accessibility links

site logo site logo

აზერბაიჯანში დაიწყო 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანების აცრა კორნავირუსზე


22 მარტიდან აზერბაიჯანში დაიწყო 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანების ნებაყოფლობითი აცრა კორონავირუსის საწაინააღმდეგო ვაქცინით, რისთვისაც მოქალაქეებმა სპეციალურ საიტზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. მანამდე აცრები უტარდებოდა 59 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები აზერბაიჯანში 18 იანვრიდან დაიწყო. ქვეყანაში გამოიყენება ჩინური „კორონავაკისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, ხელისუფლებამ ჩინურ კომპანია Sinovac-ს შეუკვეთა ვაქცინის 4 მილიონი დოზა. ვაქცინა აზერბაიჯანაში ეტაპობრივად შემოვა, რის შემდეგაც დაგეგმილია სულ მცირე 2 მილიონი ადამიანის აცრა. აზერბაიჯანის მოსახლეობა 10 მილიონს შეადგენს.

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. ამჟამად ქვეყანში აცრილია დაახლოებით 490 000 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG