Accessibility links

site logo site logo

ინფექციონისტების თქმით, Sputnik V-ით განმეორებითი ვაქცინაცია შეუძლებელი იქნება


როგორც ჩანს, Sputnik V-ით განმეორებითი ვაქცინაცია შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ განაცხადა ექიმმა ინფექციონისტმა ნატალია ფშენიჩნაიამ, „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ კლინიკურ-ანალიტიკურ დარგში.

„ვექტორული ვაქცინაც იძლევა ანტისხეულების საკმარისად მაღალ დონეს. და დიახ, მართლაც სავარაუდოა, რომ ის საკმარისად ხანგრძლივი იქნება. ერთადერთი ისაა, რომ ამ ვაქცინით რევაქცინაციას, დიდი ალბათობით, აღარ მოახდენენ, ვინაიდან ერთდროულად შეჰყავთ ადენოვირუსებიც, რომლების მიმართაც გამომუშავდება ანტისხეულები“, მოჰყავს ფშენიჩნაიას სიტყვები „რია ნოვოსტის“.

ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ მან დააზუსტა, რომ განმეორებითი ვაქცინაცია ერთი წლის შემდეგ შეიძლება მოხდეს ნოვოსიბირსკის ცენტრ „ვექტორის“ პრეპარატით, EpiVacCorona-თი და ჩუმაკოვის ცენტრის მიერ შექმნილი CoviVac-ით.

თებერვალში გამალეის სახელობის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ალექსანდრ გინცბურგი იტყობინებოდა, რომ Sputnik V ორი წლით გამოიმუშავებს იმუნიტეტს, თუმცა „მოქმედების დამტკიცებული ვადა“ მინიმუმ ცხრა თვეს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG