Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის თანახმად, პუტინმა სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთი გაიკეთა


რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა გაიკეთა, თუმცა კონკრეტულად რომელი, არ ამბობენ.

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა სააგენტო „ტასს“ გვიან ღამით უთხრა, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და დღეს სრულფასოვანი სამუშაო დღე ექნება. პესკოვის თანახმად, კრემლი შეგნებულად არ ასახელებს კონკრეტულ ვაქცინას, რადგან „სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად საიმედო და ეფექტურია“. რუსეთში რეგისტრირებულია ადგილობრივი წარმოების სამი ვაქცინა: Sputnik V, EpiVacCorona და CoviVac-ი.

მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების ლიდერებისგან განსხვავებით, პრეზიდენტ პუტინი საჯაროდ არ აცრილა. როგორც პესკოვმა თქვა, მას კამერების წინ ვაქცინის გაკეთება არ მოსწონს. კრემლს ჯერჯერობით არც აცრის ამსახველი ფოტომასალა გაუვრცელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG