Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ელოდება Pfizer-ის ვაქცინას


საქართველომ დღეს უნდა მიიღოს ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის პირველი პარტია, 29 500 დოზა. ამ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია.

საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტის შემდეგ აცრილთა რიცხვი 4000-ზე ოდნავ მეტია. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა აცრის შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის გამო ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ მოკვლევის პირველადი დასკვნა ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.

23 მარტს, ეკატერინე ტიკარაძემ AsrtaZeneca-ს ვაქცინა ვიდეოკამერების წინ გაიკეთა საჩხერის კლინიკაში. ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

ხვალიდან, 25 მარტიდან ასაცრელად დარეგისტრირებას შეძლებენ 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG