Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მამის მხრიდან ძალადობის საქმეში დები ხაჩატურიანები დაზარალებულებად აღიარეს


დები, კრისტინა და ანგელინა ხაჩატურიანები
დები, კრისტინა და ანგელინა ხაჩატურიანები

გამოძიებამ რუსეთში, დები, კრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანები, აღიარა დაზარალებულებად სექსუალური ძალადობის და წამების საქმეში, ამცნო მედიას ერთ-ერთი დის ადვოკატმა, მარი დავთიანმა. საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსი ახლა მიენიჭა მათ მამას, რომლის მკვლელობაშიც დებს ედებოდათ ბრალი.

დაცვა ამტკიცებს, რომ სწორედ მამის მხრიდან ძალადობამ განაზრახვინა დებს, მოეკლათ ის.

„ჩვენ განვაგრძობთ იმის მტკიცებას, რომ სწორედ ვითარება, მრავალწლიანი ცხოვრება წამებაში, გახდა არსებითად იმის მიზეზი, რომ დები იძულებული შეიქნენ ემოქმედათ ისე, როგორც იმოქმედეს“, განაცხადა დავთიანმა. სისხლის სამართლის საქმე მამის, მიხაილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ წელს აღიძრა წამებისა და გაუპატიურების მუხლით.

კრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანებს ბრალი ედებათ 57 წლის მამის მოკვლაში 2018 წლის ზაფხულში. დებმა პოლიცია თვითონ გამოიძახეს.

დაცვის აზრით, ისინი თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ, რადგან მამა მუდამ უხამსად ეპყრობოდა მათ.

ამ საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში და ბევრი დისკუსია გამოიწვია ოჯახში ძალადობის თემაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG