Accessibility links

site logo site logo

თალიბანმა უარი თქვა ავღანეთის პრეზიდენტის წინადადებაზე ახალი არჩევნების შესახებ


თალიბანის წარმომადგენელი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი ჰელმანდის პროვინციაში თავის რაზმთან ერთად. 2008 წლის ოქტომბერი

თალიბანმა კატეგორიულად უარყო ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის წინადადება, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები შეიარაღებულ დაჯგუფებასთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ნახევარ ან ერთ წელიწადში. ღანი თავის წინადადებას წარადგენს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაზე თურქეთში. ამის თაობაზე რადიო თავისუფლების ავღანურ რედაქციას უთხრა ავღანეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.

ღანის მიერ შემუშავებული გეგმის თაობაზე ავღანელმა მოხელემ შემდეგი განუცხადა რადიო თავისუფლებას: არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ნახევარ ან ერთ წელიწადში გაეროს, ევროკავშირის და აშშ-ის ეგიდით, თუ თალიბანი თანახმა იქნება ცეცხლის შეწყვეტაზე. ამავე წყაროს თანახმად, ეს აშშ-ის გეგმაა და მას ჯერ კიდევ განიხილავენ.

თალიბანმა დაუყოვნებლივ უარყო წინადადება. „ასეთ პროცესებს (არჩევნებს) წარსულში ქვეყანა ყოველთვის მიჰყავდა კრიზისის ზღვარზე“, განაცხადა თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ღანის გეგმის თაობაზე. „ახლა ლაპარაკობენ პროცესზე, რომელიც უწინ ყოველთვის სკანდალური იყო ხოლმე“, უთხრა მუჯაჰიდმა ფრანს-პრესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG