Accessibility links

site logo site logo

ბირმაში ასეულობით დაკავებული გაათავისუფლეს


საპრტოტესტო გამოსვლა ბირმაში, 2021 წლის 8 მარტი

ბირმაში ასეულობით დაკავებული, რომლებიც უშიშროების ძალებმა საპატიმროებში მოათავსა სამხედრო გადატრიალების მიმართ საპროტესტო გამოსვლების დროს, გაათავისუფლეს 24 მარტს რანგუნის ციხიდან, იტყობინებიან თვითმხილველები და მედია.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში 1 თებერვლის სამხედრო გადატრიალების და ჩამოგდებული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის, დაკავების შემდეგ, საპროტესტო გამოსვლებია ყოველდღიურად. დააკავეს ასეულობით პირი.

24 მარტის დილით ინსეინის ციხიდან გავიდა რამდენიმე ავტობუსი, რომლებშიც პატიმრები ჰყავდათ, იტყობინებიან თვითმხილველები და ზოგიერთი დაკავებულის ადვოკატები.

ხელისუფლებას ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებია.

ხუნტის ლიდერები აცხადებენ, რომ შარშან ნოემბერში ჩატარებული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა სუ ჩის პარტიამ, გაყალბებული იყო.

გადატრიალებამ ქვეყანა დააბრუნა წარსულში, სამხედროების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის წლებში.

პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია აცხადებს, რომ გადატრიალების საწინააღმდეგო გამოსვლების დროს დააკავეს ორი ათასამდე პირი. დემონსტრაციების ძალით ჩახშობისას 200-მდე ადამიანი იქნა მოკლული უშიშროების ძალების მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG