Accessibility links

site logo site logo

ეგზიტპოლების შედეგებით არ ჩანს ისრაელის არჩევნებში ცხადი გამარჯვებული


ბენიამინ ნეთანიაჰუს მომხრეები არჩევნების შედეგების მოლოდინში. 24 მარტი, 2021 წელი

ეგზიტპოლების შედეგებიდან ჩანს, რომ ისრაელში 23 მარტს გამართულ საყოველთაო, ორ წელიწადში მეოთხე, არჩევნებში არ არის აშკარა გამარჯვებული, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ გაგრძელდება პოლიტიკური სტაგნაცია და დაიწყება მთავრობის შექმნისთვის გაჭიანურებული მოლაპარაკებები.

ქვეყნის მთავარი სამი ტელეარხის გამოკითხვებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც ცდილობს გააგრძელოს თავისი 12-წლიანი ყოფნა პრემიერის პოსტზე, და მისმა რელიგიურმა და ნაციონალისტმა მოკავშირეებმა, შეიძლება 53-54 ადგილი მოიპოვონ პარლამენტში. მათ მეტოქეებს შანსი აქვთ, 59 მანდატს დაეპატრონონ, ხოლო ნაფთალი ბენეტის პარტია 7-8 ადგილს მიიღებს. თუ ეს შედეგები გამართლდა და დაემთხვა საბოლოოს, ორივე ძალას დასჭირდება ბენეტთან მოლაპარაკება უმრავლესობის მოსაპოვებლად. ნაფთალი ბენეტი იზიარებს ნეთანიაჰუს მკაცრ ნაციონალისტურ პოლიტიკას და მიანიშნა, რომ მზად არის ითანამშრომლოს მოწინააღმდეგეებთან, თუ მას პრემიერობის შესაძლებლობას მისცემენ.

ბოლო სამ არჩევნებს ისრაელში მოჰყვა რთული მოლაპარაკებები კოალიციის შესახებ. ბოლო არჩევნები ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესამდე ორი კვირით ადრე გაიმართა. მას კორუფციასა და მექრთამეობაში ედება ბრალი. ნეთანიაჰუ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ არ არის გამორიცხული უპრეცედენტო მეხუთე არჩევნების ჩატარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG