Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის მოზარდის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 მარტს აფრიკის დასახლებაში სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ვინაობა დაადგინეს. ის აღმოჩნდა 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი - ს.ც.

სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია გარდაცვლილი არასრულწლოვნის ტანსაცმელი, ფეხსაცმელები და არასრულწლოვანის კუთვნილი ჩანთა. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ნივთები.

როგორც შსს აცხადებს, გამოძიებაში სპეციალიზირებული გამომძიებლები ჩაერთნენ და საქმეზე გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ განაგრძო. საქმეს მონიტორინგს უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.

გამოძიების ცნობით, გამოიკითხა ოცამდე მოწმე, მათ შორის, გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრები, თანატოლები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

შსს-ს განცხადებით, არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG