Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი თქმით, ცუდ ხასიათზე იქნებოდა მისი პრეზიდენტობისას სენატში „ასე პირდაპირ რომ ესაუბრათ"


საქართველოს შესახებ აშშ-ის სენატში გამართული მოსმენას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფასებს.

„მე, როცა ვიყავი საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ, რომ ამერიკის სენატს რაიმე მსგავსი მინიშნებები გაეკეთებინა და მინიშნებებზე აღარ ვლაპარაკობ, ასე პირდაპირ, რომ ესაუბრა, როგორც გუშინ ისაუბრა, ძალიან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი და მეცოდინებოდა, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე, როგორც ქვეყანას და როგორც ხელისუფლებას. ესენი, რომ არ იმჩნევენ და შავზე ამბობენ თეთრს და პირიქით, ეს არაფერს ნიშნავს, თვითონ ხო იციან, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის" ეთერში.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სენატორები უფრო პირდაპირ ლაპარაკობენ და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები უფრო დიპლომატიურად, საბოლოო ჯამში არსი არის ერთი: „საქართველოში ხელისუფლება ბოლომდე დალპა“.

სააკაშვილს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა გამოიყენონ კონკრეტული სანქციები.

ასევე ნახეთ:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG