Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მაყურებლის გარეშე გაიმართება ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი


26-28 მარტს თბილისის ოლიმპიური სასახლე ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - გრან სლემს ცარიელი ტრიბუნებით უმასპინძლებს. წინასწარი გეგმით, შეჯიბრებას კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა უნდა დასწრებოდა. ბილეთების გაყიდვაც დაიწყო, მაგრამ საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ გადაწყვეტილება შეცვალეს. მიზეზად დასახელდა გრან სლემის მონაწილე გუნდების შემადგენლობებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევები.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ წუხელ საგანგებო განცხადება გავრცელა, რომელშიც წერია:

„მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება“.

თბილისის გრან სლემზე მონაწილეობას ოთხმოცდაექვსი ქვეყნის ნაკრების ხუთასზე მეტი ძიუდოისტი მიიღებს. საქართველოს სახელით, წინასწარი გეგმით, ტატამზე ოცდათექვსმეტი სპორტსმენი უნდა გავიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG