Accessibility links

site logo site logo

ენგურის ადიდებით დატბორილ ანაკლიაში 15-მდე ოჯახი დაზარალდა


ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ენგურის კალაპოტიდან გადასვლის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და თხილნარი დაეტბორა 15-მდე ოჯახს. დაზიანებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებლო ტექნიკა.

24 მარტს ადიდებულმა მდინარე ენგურმა დატბორა ანაკლიის ბულვარიც. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, წუხელ ენგურის კალაპოტი გააფართოვეს, რის შემდეგაც წყალი ჩვეულ დინებას დაუბრუნდა და დატბორილ ტერიტორიაზე წყლის დონემ საგრძნობლად იკლო.

ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერჯერობით უცნობია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეებისთვის შესაძლო დახმარების საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

ანაკლიის მცხოვრებთა თანახმად, უხვი ნალექის შედეგად მდინარის ადიდების გამო, მსგავსი პრობლემა ადრეც არაერთხელ შექმნიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG