Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე: ამ რეალობაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მესახება


ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და „ქართული ოცნება“ არ დგამს ნაბიჯებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიმართულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პერსპექტივა მას არ ესახება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეს მისი სუბიექტური აზრია, თუმცა პარტიის პოზიციაც დაახლოებით იგივეა. გადაცემაში მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთიანი პლატფორმა:

„თქვე იცით, რომ დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობას სასიცოცხლო და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მე ნამდვილად არ მესახება მაგალითად ასეთ კონფიგურაციაში როგორ შეიძლება, რომ "ქართულ ოცნებას" შემდეგ არჩევნებზე ესაუბრო, როდესაც წინა არჩევნებზე და პატიმრებზე ვერ მივაღწიეთ ვერც ერთ შეთანხმებას. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. პარტიის პოზიციაც დაახლოებით იგივეა იმიტომ, რომ კრიზისი თუ არ განიმუხტა, თუ არაფერზე არ მივაღწიეთ შეთანხმებას და არც ერთი ფორმულა "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის გეგმაში არ იქნება ორ სასიცოცხლო საკითხზე მიღებული, მაშინ ჩვენ არ გვესახება როგორ შეიძლება რომ გადავახტეთ ამ ყველაფერს და ახალი, ასე ვთქვათ, ფურცელი გადავშალოთ. ეს არის ის მოსაზრება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პარტია გაიზიარებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ „დილის საუბრებში“.

თბილისში "ქართულ ოცნებას" და ოპოზიციას შორის დიალოგი, ევროკავშირის მედიაციითა და ასევე აშშ-ის ელჩის მონაწილებით მიმდინარე კვირის ბოლოსთვის, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნების შემდეგ განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG