Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: აქციის 2 თვით ადრე დაანონსება ნიშნავს, რომ მხარდამჭერებიც აღარ მიდიან


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ორი თვით არცერთ ქვეყანაში არ აანონსებს ოპოზიცია აქციას. მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციის მხრიდან აქციის დაანონსება კი ნიშნავს, რომ მხარდამჭერებიც აღარ მიდიან.

"დამისახელეთ, რომელიმე ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას აანონსებს, ორი თვით ადრე... ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ რადიკალურ ქმედებებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

20 მარტს ოპოზიციამ გეგმა შეცვალა და 15 მაისს ქვეყანაში მასშტაბური აქცია დააანონსა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ დრომდე არ შედის პარლამენტში, რადგან მიიჩნევს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა და ახლა რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG