Accessibility links

site logo site logo

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს 118 ბელარუს მოხელეს


პროკურორი ალინა კასიანჩიკი

25 მარტს ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააფართოებენ ბელარუსის რეჟიმის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომელიც ამიერიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რეგიონული ხელიუსფლების სისტემაში მომუშავე 118 მოხელეზე გავრცელდება.

ამ გადაწყვეტილების შესახებ 25 მარტს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ აცნობა ბელარუსის ოპიზიციი ლიდერ სვიატლანა ციხანოუსკაიას.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ერთობლივი სანქციებით დაწესებული შეზღუდვები განუსაზღვრელი ვადით იქნება ძალაში.

„ეს ოფიციალური პირები მონაწილეობდნ 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახობაში“, - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


სანქცირებულ პირთა შორის არიან ასევე ბელარუსის პროკურატურის თანამშრომლები. მათ შორის პროკურორი ალინა კასიანჩიკი, რომელიც მრავალ, მათ შორის, ჟურნალისტების კატერინა ანდრეევასა და დარია ჩულცოვას სასამართლო პროცესში მონაწილეობდა როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი.

ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უკვე მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ.

აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის გარემოცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG