Accessibility links

site logo site logo

თურქეთში ასობით უიღურმა გააპროტესტა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი


ვან იუ

25 მარტს ანკარასა და სტამბულში ასობით უიღურმა გამართა საპროტესტო აქცია თურქეთში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ვან იუს, ვიზიტის საწინააღმდეგოდ. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მკაცრად დაგმოს ჩინეთის რეჟიმის მიერ სინიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში მცხოვრები უიღურების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.

ზოგიერთ დემონსტრანტს ხელთ ეპყრა სურათები უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ნათესავებისა, რომლებიც დიდი ალბათობით სპეციალურ ბანაკებში ე.წ. აღზრდის ცენტრებში ჰყავთ გამოკეტილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, დაახლოებით ორი მილიონი უიღური და სინიანის სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი იმყოფება ე.წ. ახლებურად აღზრდის ცენტრებში. ჩინეთი ამტკიცებს, რომ ეს არის პროფესიული განათლების ცენტრები, რომელთა მიზანია ტერორიზმის თავიდან აცილება და ხალხისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალების მიცემა.

თურქეთში უიღურთა სათვისტომო 40 000 კაცს შეადგენს. ისინი შიშობენ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ შესაძლოა მწვანე შუქი აუნთოს ექსტრადიციის საკითხებში ათვის ჩინეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რასაც, შესაძლოა, უიღურთა უკან ჩინეთში იძულებითი დაბრუნება მოჰყვეს.

ანკარა და ჩინეთი ოფიციალურად უარყოფენ ამ საკითხში ნებისიმიერ თანშრომლობას.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ტვიტერში დაწერა, რომ უიღუღურების შესახებ თურქეთის ხელისუფლების „მგრძნობელობა და მოსაზრებები“ მან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაუზიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG