Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენმა აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხად სამხრეთ კავკასიაც დაასახელა


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები გამოაცოცხლოს. ბაიდენს სურს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად იმუშაონ საგარეო პოლიტიკის იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესებშია. 25 მარტს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე ონლაინ გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთ საკითხებს შორის დაასახელა რუსეთი და სამხრეთ კავკასია.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ძლიერი ევროკავშირი აშშ-ის ინტერესებშია და მათ საერთო დემოკრატიული ფასეულობები და მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორობა აქვთ.

ბაიდენის მოწოდებაა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა მჭიდროდ ითანამშრომლონ საერთო გამოწვევების დასაძლევად. ჯო ბაიდენმა ასეთ გამოწვევებად დაასახელა COVID-19-სა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და იმის უზრუნველყოფა, რომ საგზაო წესებს ადგენდნენ დემოკრატიული და არა ავტოკრატიული სახელმწიფოები.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ ევროკავშირთან ერთად იმუშაოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესებშია. ჯო ბაიდენმა ასეთ ინტერესებს შორის დაასახელა რუსეთი და ჩინეთი. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, აუცილებელია ევროკავშირთან ურთიერთქმედების გაგრძელება თურქეთის, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ ბალკანეთის საკითხებშიც.

სამიტზე ჯო ბაიდენის გამოსვლის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ ერთმანეთის მხარდამხარ ევროკავშირს და აშშ-ს შეუძლიათ აჩვენონ, რომ დემოკრატია მოქალაქეთა საუკეთესო დაცვის საშუალებაა და ხელს უწყობს ღირსებას და კეთილდღეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG