Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუმ ვადამდელ არჩევნებზე კონსულტაციების დაწყება შესთავაზა საპარლამენტო ფრაქციებს


მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ კონსულტაციების დაწყება შესთავაზა ქვეყნის პარლამენტში შემავალ ფრაქციებსა და ჯგუფებს მას შემდეგ, რაც წინა დღით საკანონმდებლო ორგანომ მეორედაც ვერ მოახერხა პრემიერ-მინისტრის არჩევა.

25 მარტს მოლდოვის პარლამენტმა, სადაც კვლავინდებურად სოციალ-დემოკრატები დომინირებენ, მეორედაც არ დაუჭირა მხარი ქვეყნის პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ იგორ გროსუს.

რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით, 25 მარტს დანიშნული კენჭისყრის წინ პარლამენტში ვერ შეიკრიბა კვორუმი მას შემდეგ, რაც პარლამენტის დარბაზი დატოვეს სოციალისტებმა და ბლოკმა მოლდოვისთვის.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატზე პარლამენტის მიერ მეორედ უარის თქმის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს აქვს უფლება, 45 დღის განმავლობაში დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მაია სანდუ პრეზიდენტად არჩევის წინ და შემდეგაც აცხადებდა, რომ მხარს დაუჭერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ახალი საარჩევნო კოდექსით, რაც მის მომხრე პროდასავლურ ძალებს აძლევს შანსს, მოიპოვონ უმრავლესობა 101-ადგილიან პარლამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG