Accessibility links

site logo site logo

ახლად გაერთიანებული პარტიის პროგრამის ერთ-ერთი იდეაა რუსეთის გაფართოება „მაგალითად, აფხაზეთის შეერთებით“


რუსეთის გერბი და დროშა, აფხაზეთის თვითგამოცადებული რესპუბლიკის დროშა

რუსეთის ტერიტორიის გაფართოება იქნება რუსეთის გაერთიანებული პარტიის - „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები- სიმართლისთვის“, პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი. ამის შესახებ ბრიფინგის დროს გამოაცხადა პარტიის ცენტრალური აპარატის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლაი ნოვიჩკოვმა.

„მანიფესტში, რომელსაც სამი პარტიის ლიდერებმა მოაწერეს ხელი, გვიწერია, რომ „დონბასი - რუსეთია“ და ყველა ტერიტორიას, რომელსაც სურს რუსეთთან შეერთება, შესაძლებლობა უნდა მიეცეს გააკეთოს ეს და რუსეთის მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს, უნდა მიეცეთ სამშობლოს ქონის უფლება“. ნოვიჩკოვის სიტყვებით, როცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მისი პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს არაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობას, რომ „კონფლიქტის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარების გზა, ესააა რუსეთთან შეერთება. სხვა საშუალება არ არსებობს, სხვა ყველაფერი მოჩვენებითი იქნება“, განაცხადა მან.

გამოცემა "ვედომოსტის" მოჰყავს პარტიაში ზახარ პრილეპინის მიერ მიყვანილი მწერლის, იგორ სტარიკოვის სიტყვები, რომ პარტიის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი იდეაა: „რუსეთის გაფართოება სადავო ტერიტორიების, მაგალითად, აფხაზეთის შეერთება“.

წელს იანვარში სამი პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“, „პარტია „სიმართლისთვის“ და პარტია „რუსეთის პატრიოტების“ ლიდერებმა, სერგეი მირონოვმა, ზახარ პრილეპინმაა და გენადი სემიგინმა ხელი მოაწერეს მანიფესტს გაერთიანების შესახებ. მათ პარტიას ეწოდა „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის“, რომელიც დუმის არჩევნებზე წარდგება თავი სიაში პირველ ადგილზე სწორედ ამ სამეულით

შარშან ივლისში წარადგინა პრილეპინის პარტიამ საარჩევნო პროგრამა, რომელშიც წარმოდგენილი იყო შემოთავაზება თვითგამოცხადებული რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG